საქართველოსა და სომხეთის ავიაკომპანიები ევროპაში ერთად იფრენენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
ქართული ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხური Armenia და ქართული Georgian Airways-ი აპრილში ერთობლივ პროექტს იწყებენ. ამიერიდან, ორივე ქვეყნის მოქალაქეები ევროპაში ერევნიდან თბილისის გავლით იფრენენ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის აპრილში სომხური და ქართული ავიაკომპანიები Armenia  და Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით ერთობლივ ავიარეისებს განახორციელებენ. პროექტი ისეთ ევროპულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიც არის ლონდონი, ბარსელონა და ბრიუსელი.

 თვითმფრინავი თბილისიდან ერევანში ჩამოფრინდება, აქ „შეივსება" მგზავრებით და აქედან ბრიუსელის მიმართულებით გაფრინდება. ლონდონის მიმართულებით თვითმფრინავები იგივე პრინციპით იფრენენ, მხოლოდ ერევნიდან თბილისის გავლით", — განაცხადა „Sputnik არმენიასთან“ ინტერვიუში  ავიაკომპანია Armenia-სგენერალურმა დირექტორმა რობერტ ოგანესიანმა. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ერევანსა და ბათუმს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

მისი თქმით, ეს იდეა ჯერ კიდევ კომპანიის დაარსებისას გაჩნდა, თუმცა სხვადასხვა სირთულეების გამო ვერ განხორციელდა. ავიაკომპანია Armenia  სომხურ ავიაბაზარზე ერთი წელია გამოჩნდა.

Armenia სომხურ ბაზარზე გარკვეულ პირთა თხოვნით გაჩნდა, რომლებმაც Georgian Airways-ის გუნდი სომხური გადამყვანის შესაქმნელად მოიწვიეს.

 აქ კომპანიის დაარსება გვთხოვეს. სომხეთის ბაზარზე შემოსვლისას მშვენივრად ვიცოდით, აქ რა მდგომარეობა იყო. ჩვენი სურვილია ავიაციის განვითარება", — განაცხადა ავიაკომპანია Armenia-ს დამფუძნებელმა თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა.

მან აღიარა, რომ ავიაკომპანია  არმავიასთან" დიდი ხანი თანამშრომლობდა და სომხური ავიაგადამზიდავების გაკოტრება მძიმედ განიცადა.

ჩემთვის, როგორც მფრინავისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ეროვნული ავიაკომპანიების გაკოტრების შემდეგ სომეხი სპეციალისტები მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. სომეხი მფრინავები ხომ ყოველთვის ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ", — აღნიშნა გაიაშვილმა.

სომხური ავიაკომპანიების გაკოტრების საკითხი მისთვის ჯერ კიდევ ღიად რჩება. მთავრობის მთავარ შეცდომად გაიაშვილი ადგილობრივი კომპანიების დაცვის არასწორ მიდგომებს ასახელებს. მისი აზრით, ღია ცის პოლიტიკა საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სომხეთი და საქართველოა.

სომხეთში ბილეთები დრამებში იყიდება, შემდეგ დრამების კონვერტაცია და ქვეყნიდან გადინება ხდება, უკან კი არაფერი არ ბრუნდება. სწორედ ეს არის ინფლაციის ერთერთი მიზეზი", — მიაჩნია გაიაშვილს. 

თვითმფრინანვი - Sputnik საქართველო
საქართველო სულ უფრო მომხიბლავი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის

გარდა ამისა, სომხეთში ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს, რაც სომხურ გადამზიდ კომპანიებს ზარალს აყენებს. გაიაშვილი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ეს საკითხი იქნება.

ნუთუ სომეხი ხალხი საკუთარ ავიაგადამზიდავ კომპანიას არ იმსახურებს, ცოდო არ არიან სომეხი მფრინავები, რომლებიც მთელ მსოფლიოში იყვნენ განთქმულები? კონფლიქტურ რეგიონში მყოფ სომხეთს კი კვალიფიციური კადრები ესაჭიროება", — ამბობს გაიაშვილი.

Armenia-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიაგიგანტები საქართველოშიც  ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ადგილობრივი გადამზიდი კომპანიები "ჩაკლან".


ყველა ახალი ამბავი
0