ერევანსა და ბათუმს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

© Xlibberთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით სომხეთი მესამე ადგილზეა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ და სომხეთის გენერალურმა კონსულმა აჭარაში ეგიშე ფარგსიანმა, ტურიზმის განვითარების მიზნით, ერევანსა და ბათუმს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დანიშვნის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ტურიზმის განვითარების საკითხები. გენერალურმა კონსულმა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

„აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს“, — აღნიშნა პატარაძემ შეხვედრისას.

სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობით სომხეთს მესამე ადგილი უჭირავს.

ყველა ახალი ამბავი
0