მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველომ 48-ე ადგილი დაიკავა

© Sputnik / Alexander ImedashviliГрузинские военнослужащие с карабинами M4 утром на плацу военной базы в Вазиани
Грузинские военнослужащие с карабинами M4 утром на плацу военной базы в Вазиани - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის ტოპ-ათეულში საქართველოს უახლოესი მეზობელი ქვეყნები შევიდნენ - სომხეთი მესამე პოზიციაზეა, რუსეთი მეხუთეზე, აზერბაიჯანი კი მეცხრეზე.

თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. ბონში კონვერსიის საერთაშორისო ცენტრის (ВІСС)  მიერ შედგენილ მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველომ 48-ე ადგილი დაიკავა.

2015 წელს საქართველო 57-ე ადგილს იკავებდა. 

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატო მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას

რეიტინგი 152 სახელმწიფოს მოიცავს და ბოლო ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა. უმეტეს შემთხვევებში, გამოიყენება 2015 წლის მონაცემები. გლობალური მილიტარიზაციის ინდექსი შედგენილია ზოგადად საზოგადოებისადმი სახელმწიფოს სამხედრო აპარატის შედარებითი წონადობისა და მნიშვნელობის საფუძველზე.

ტოპ-ათეულში საქართველოს უახლოესი მეზობელი ქვეყნები შევიდნენ — სომხეთმა მესამე ადგილი დაიკავა, რუსეთმა მეხუთე, აზერბაიჯანმა კი მეცხრე. (თურქეთი მეოცე ადგილზეა).

რეიტინგის ლიდერი ისრაელი გახდა, რომელიც რეიტინგში პირველ ადგილზეა. ათეულში ასევე მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სინგაპური (მეორე ადგილი), იორდანია (მეოთხე ადგილი), სამხრეთ კორეა (მეექვსე ადგილი), კვიპროსი (მეშვიდე ადგილი), საბერძნეთი (მერევე ადგილი) და ბრუნეი (მეათე ადგილი). 

ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთმა საქართველოსგან ჯავშანმანქანები შეისყიდა

"ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ხანგრძლივი კონფლიქტების ფონზე ქვეყნების უმრავლესობაში მილიტარიზაციის დონე მაღალი რჩება. ისრაელი ისევ რეიტინგის სათავეში იმყოფება, იორდანია კი მეოთხე პოზიციაზე. უახლოეს წლებში გამოჩნდება, როგორ იმოქმედებს 2014 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა სპარსეთის ყურის ქვეყნების მილიტარიზაციაზე და მათ მიერ იარაღის  შესყიდვის მოცულობაზე", — აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მილიტარიზაციის შესამჩნევი ზრდა აჩვენეს, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება.

რეიტინგის ბოლო პოზიციები უკავიათ გამბიას (148-ე ადგილი), ლიბერიას (149-ე ადგილი), პაპუა-ახალ გვინეას (150-ე ადგილი), ისლანდიას (151-ე ადგილი)  და სვაზილენდს (152-ე ადგილი).


ყველა ახალი ამბავი
0