სახელმწიფო შშმ პირებისთვის ეფექტურ პოლიტიკას განახორციელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ გაეროს კონვენციის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე პირველი ანგარიში წარადგინა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღეს, გაეროს კონვენციის მიმართ საქართველოში შშმ პირთა უფლებების შესახებ პირველი ანგარიში წარადგინა.

გაეროს კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოხდა. ანგარიშში ასახულია 2013 წლის შემდეგ ქვეყანაში ამ კუთხით მიღწეული პროგრესი, ასევე ის გამოწვევები, რომელთა დაძლევა აუცილებელია ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლი - Sputnik საქართველო
მათ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

ღონისძიება  ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

ანგარიში მოამზადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, საქართველოს პარლამენტთან და შესაბამის სამინისტროებთან თანამშრომლობით.  

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა განაცხადა, შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი უმნიშვნელოანესი პრიორიტეტია და სახელმწიფო ადასტურებს, რომ კონვენციის ფარგლებში აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

„ამ ეტაპზე ჩვენ შევიმუშავებთ და განვახორციელებთ ეფექტიან პოლიტიკას იმ სოციალური ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სრულყოფილად ჩართონ საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში", — განაცხადა ნატალია ჯალიაშვილმა.   

საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს უნარშეზღუდული პირებისთვის მართვის მოწმობის აღების ინოვაციურ სერვისს ნერგავს

გაეროს კონვენციის შესრულებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირსა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP). 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლიათ ევროპულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას ხშირად ვერ ახერხებენ არსებული ბარიერების გამო. ინკლუზია მნიშვნელოვანია", — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა. 

საქართველოს პირველი ანგარიში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ 2016 წლის სექტემბერში გაიგზავნა.  ანგარიშს განიხილავენ შშმ პირთა უფლებების კომიტეტში, ხოლო ამის შემდეგ საქართველო მიიღებს რეკომენდაციებს კონვენციის შესრულების თაობაზე.    

 

ყველა ახალი ამბავი
0