მათ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

© photo: Pixabay / stevepbშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თუმცა ეს ადამიანები მათ მიერ მიღწეული შედეგებით ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს, მათ სწამთ საკუთარი ძალების.

მეგობრებთან ერთად ქუჩებში სეირნობა, თეარტში და კინოში სიარული, ფეხბურთის თამაში – ეს და სხვა მარტივი ქმედებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  თუმცა ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ამ ყველაფრის განცდის საშუალება არა აქვთ, ან აქვთ, მაგრამ ყოველივე ეს რომ განიცადონ, წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. 

მსოფლიოში ერთი მილიარდი ადამიანი სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობით ცხოვრობს. დღეს მსოფლიო სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს სტატია ეძღვნებათ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებად მოვიხსენიებთ, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ბაჩო მარგველაშვილი — ფეხბურთელი

საქართველოს უსინათლოთა ეროვნულ ნაკრებში მინი ფეხბურთს ვთამაშობ. გუნდი უსანათლო ბიჭებით არის დაკომპლექტებული. მაისში ევროპის განვითარების ტურნირზე ვიყავით და ჩამოვიტანეთ ვერცხლის მედალი. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, ჩვენი გუნდი კი ტურნირის ტექნიკურ გუნდად აღიარეს. წელს კიდევ ვართ მიწვეული ევროპის ჩემპიონატზე. 

© FB/ Tan Goფეხბურთელი ბაჩო მარგველაშვილი
ფეხბურთელი ბაჩო მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელი ბაჩო მარგველაშვილი

თამაშის დროს როგორ ეკონტაქტებით მოთამაშეები ერთმანეთს?

ჩვენი რეაგირება ბურთში სპეციალური ზარების მეშვეობით ხდება. ვარჯიშის და თამაშის დროს აუცილებელი და მთავარი კომპონენტია კომუნიკაცია, ხმოვანი კავშირი ერთმანეთთან. 

რამდენად რთული გზა გაირეთ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ?

რთული ნამდვილად იყო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მთავარი სურვილი და მონდომებაა. დამერწმუნეთ, ადამიანების შესაძლებლობა ნამდვილად არ არის შეზღუდული. ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ვურჩევ, არ ჩაიკეტოს სახლში და საკუთარ თავში. გამოვიდნენ საზოგადოებაში, ჩაერთონ სპორტში, ივარჯიშონ. ეს ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა და განტვირთვის კარგი საშუალებაცაა.

ირმა ხეცურიანი — მოფარიკავე

რა გზა გაიარეთ, რომ ცხოვრების ტემპისთვის ისევ აგეწყოთ ფეხი?

ნამდვილად არ იყო მარტივი. ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა იყო, ძალიან ბევრ დაბრკოლებას წავაწყდი, მაგრამ უახლოესი ადამიანების თანადგმით მივხვდი, რომ თუ მე არ ავიყვანდი ჩემს თავს ხელში და არ ვიტყოდი ჩემს სათქმელს, ისე არაფერი გამომივიდოდა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც გვერდში დამიდგა და მომცა მაგალითი, გადამედგა ცხოვრებაში კონკრეტული ნაბიჯები. ეს ადამიანები დღესდღეობით მოღვაწეობენ კოალიციაში „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ძალიან დიდი მადლობა მათ ამ თანადგომისთვის. როცა ბარიერების წინაშე დგახარ, ადამიანების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. 

© photo: courtesy of Temo Arabidzeმოფარიკავე ირმა ხეცურიანი
მოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

როდის გადაწყვიტეთ ფარიკაობის შესწავლა?

ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. ფიზიკურად  ვვარჯიშობდი, რათა ფეხზე გამევლო. გარდა ამისა,  შეიძლებოდა რაღაც კარგი საქმე მეკეთებინა, დავკავებულიყავი და აღარ მეფიქრა პრობლემებზე. მანამდე ორიენტირებული ვიყავი, რომ ფეხზე გამევლო.  იმ დროისთვის საფუძველი ეყრებოდა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობას და შემომთავაზეს, მომესინჯა ძალები. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ იმდენად მიყვარს სიახლეები, რომ დავთანხმდი. თავიდან როგორც მოყვარული, ისე წავედი. პირველივე ვარჯიშზე იმდენად მომეწონა, სურვილი გამიჩნდა, პროფესიულ დონეზე დავუფლებოდი ფარიკაობას.

© FB/ Tan Goმოფარიკავე ირმა ხეცურიანი
მოფარიკავე ირმა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

რა მიღწევები გაქვთ სპორტის ამ სახეობაში?

წარმატება ცოტა არ არის. პირველი წარმატება იყო კანადაში, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე გრანდ იქსზე. მეორედ  უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მერგო, იტალიაში ვერცხლის მედალი მოვიპოვე ევროპის ჩემპიონატზე. კანადაში მსოფლიო თასზე ოქროს მედალი. ოქროს მედალი მოვიპოვე საფრანგეთშიც, ასევე მსოფლიო თასზე. რიოში პარაოლიმპიადაზე საუკეთესო რვა სპორტსმენის სიაში მეშვიდე ადგილზე გავედი. ყველა ჯილდოს და ტიტულს, იმდენია, ვერ ჩამოვთვლი.

ძნელია, ამ დროს  ვინმეს რამე ურჩიო, რადგან მე არავის ლაპარაკი არ მესმოდა მაშინ. მაგრამ მთავარია, თავი ხელში აიყვანოთ, არ შეუშინდეთ პრობლემებს. ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი და მისწრაფება, მთავარია, ეს ნიჭი განვავითაროთ. 

თემო არაბიძე — მოცეკვავე

როცა ადამიანს რაიმე პრობლემა აქვს, პირველ რიგში, ოჯახი უდგას გვერდით. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ეს, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის დამსახურებაა, შემდეგ მეგობრებისა და ახლობლების. ზოგადად არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი. არ მქონია დეპრესიული პერიოდი, არასოდეს გავსულვარ საზოგადოებიდან, არასოდეს  ჩავკეტილვარ სახლში და საკუთარ თავში.

© FB/ Tan Goმოცეკვავე თემო არაბიძე
მოცეკვავე თემო არაბიძე - Sputnik საქართველო
მოცეკვავე თემო არაბიძე

დღეს რას საქმიანობთ?

– გარკვეული მიზეზების გამო, დროებით აღარ ვცეკვავ. ამ ეტაპზე ვმუშაობ „თიბისი“ ბანკში. არაჩვეულებრივი ადამიანების და გუნდის გარემოცვაში მიწევს მუშაობა, რაც ძალიან მაბედნიერებს.  

როგორ ფიქრობთ, სეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს დღეს სახელმწიფო რამდენად უწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ინტეგრირება მოახერხონ?

დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინტეგრირება არ ხდება. გულახდილად ვიტყვი, მთავრობას აწყობს რამდენიმე შშმ პირი გამოაჩინოს ტელევიზიის ეკრანზე, ამით ისევ საკუთარ თავს უწევს პიარს. სინამდვილეში ჩვენთვის არაფერი კეთდება. 

თბილისში 10 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვია, ხაზს ვუსვამ – მხოლოდ ბავშვი. ამ ბავშვებს უნდათ საზოგადოებაში ინტეგრირება, მაგრამ არ აქვთ შესაბამისი პირობები, ხელის შეწყობა. არ არის ადაპტირებული გარემო, სადაც შეძლებენ დამოუკიდებლად გამოვიდნენ ქუჩებში, იარონ სკოლებში, სასწავლებლებში, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყოველდღე მიწევს გარეთ სიარული და ძალიან ბევრი ბარიერი მხვდება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, მოვერგო იმ პირობებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.  

მართალია, შემოიყვანეს ადაპტირებული ავტობუსები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ავტობუსები არ არის ჩვენს გარემოზე მორგებული. ეს არის გერმანული მოდელი. თუ ჩვენ შემოგვყავს გერმანული მოდელი, 90 % მაინც უნდა ვიყოთ მიახლოებული გერმანიასთან. დღესაც მომიწია ამ ავტობუსით მგზავრობა. მძღოლებიც არ არიან დატრენინგებული და არ იციან, როგორ უნდა გააჩერონ ავტობუსი. მძღოლი შედგა პანდუსზე და ისე გააჩერა ავტობუსი, ამიტომ ძალიან გამიჭირდა ჩამოსვლა. ავტობუსში ეტლით დასადგომზე ვერ დავდექი, რადგან იმ ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იდგა. ეტლით მოსარგებლეების გვერდით არის ბავშვის ეტლის დასადგომი, სადაც უამრავი ადამიანი იდგა. ასევე, ხალხს ჰქონდა დაკავებული უსინათლოების ადგილიც. ვფიქრობ, წინა მთავრობის დროს უფრო ზრუნავდნენ ჩვენზე, ვიდრე დღეს. მაშინ არ ლაპარაკობდნენ, თუ რა გააკეთეს ჩვენთვის. დღეს უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე საქმეს აკეთებენ. შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ პოლიტიკური ადამიანი ვარ, სინამდვილეში ძალიან აპოლიტიკური ვარ. უბრალოდ, ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. 

ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ვურჩევ, ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე. ნუ ჩაიკეტებიან სახლში, ეს კარგს არაფერს მოიტანს. ცხოვრება ძალიან ლამაზია და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ მისგან.


ყველა ახალი ამბავი
0