თბილისში მიხაილ ფოკინის საღამოზე ნინო ანანიაშვილი გამოვა

© FB/Nina Ananiashvili - Officialნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე, რომელიც თანამედროვე კლასიკური რომანტიკული ბალეტის დამფუძნებელს ეძღვნება, სახელგანთქმული ბალერინა „შოპენიანას“ დადგმაში იცეკვებს.

თბილისი, 2 დეკემბერი- Sputnik. 3 და 4 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი მიხაილ ფოკინის ქორეოგრაფიის საღამოზე იცეკვებს.

ოპერისა და ბალეტის სცენაზე მაყურებელი იხილავს კარლ მარია ფონ ვებერის მუსიკაზე დადგმულ სპექტაკლს „ვარდის ზმანება“ (რაისა სტრუჩკოვას რედაქცია, ნინო ანანიაშვილის დადგმა). სოლისტები – ანა ალბუთაშვილი, იონენ ტაკანო.

ნინო ანანიაშვილი ბალეტის რეპეტიციაზე - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი საბავშვო ბალეტს დგამს

ნინო ანანიაშვილი „შოპენიანაში“ (მუს. ფრედერიკ შოპენი) ნუცა ჩეკურაშვილთან, მაჩი მუტოსთნ და ფრენკ ვან ტონგერენთან ერთად იცეკვებს.

მეორე განყოფილებაში მაყურებელი ნახავს ანდრის ლიეპას „ფასკუნჯს“ (მუს. იგორ სტრავინსკის). მხატვრები – ალექსანდრ გოლოვინი და ლეონ ბაკსტი. სოლისტები — ნუცა ჩეკურაშვილი, ფილიპ ფედულოვი, ეკატერინე სურმავა. დირიჟორი — კახი სოლომნიშვილი.

რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძე: ბალეტი და რწმენა ჩემს ცხოვრებაში

მიხაილ ფოკინი (1880-1942) — ცნობილი რუსი და ამერიკელი ქორეოგრაფი, თანამედროვე კლასიკური რომანტიკული ბალეტის ფუძემდებელი. დაიბადა პეტერბურგში, 9 წლის ასაკში ჩაირიცხა პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში. 1898 წელს დებიუტით წარდგა მარიას თეატრის სცენაზე, 1902 წელს კი უკვე საბალეტო სკოლის პედაგოგი გახდა.

ფოკინი ანგრევდა საბალეტო ტრადიციებს, ტრადიციულ საბალეტო კოსტიუმს, ჟესტიკულაციის სტერეოტიპებს და საბალეტო ნომრების რუტინულ დადგმას გაურბოდა. საბალეტო ტექნიკაში ხედავდა არა მიზანს, არამედ გამოხატვის საშუალებას. ამ ყველაფრის შედეგი მისი მსოფლიო პოპულარობა გახდა.

ევროპისა და ამერიკის საუკეთესო თეატრებში მან 70-ზე მეტი ბალეტი დადგა. ფოკინი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მის დადგმებს მსოფლიოს წამყვანი საბალეტო დასები დღესაც იყენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0