ნინო ანანიაშვილი საბავშვო ბალეტს დგამს

© photo: courtesy of the State Ballet of Georgiaნინო ანანიაშვილი ბალეტის რეპეტიციაზე
ნინო ანანიაშვილი ბალეტის რეპეტიციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიმა-ბალერინა ბალეტს ლეგენდარული ქართული მულტფილმის „წუნა და წრუწუნას“ მოტივებზე დგამს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბალეტ „წუნა და წრუწუნას“ საპრემიერო ჩვენება 25-27 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება. ბალეტის სიუჟეტი 1960-იანი წლებში რეჟისორების გაბრიელ ლავრელაშვილისა და არკადი ხინთიბიძის მიერ შექმნილი ქართული მულტფილმის მოტივებზეა აგებული.

საბალეტო დადგმის ავტორია თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომლის განცხადებით, მულტფილმის საფუძველზე ბალეტის შექმნის იდეა მის შვილს ელენეს ეკუთვნის.

„ერთხელ მე და ჩემი ქალიშვილი დავსხედით ქართული მულტფილმების საყურებლად. მას ძალიან მოეწონა ეს მულტფილმი. ნათელია, რომ როგორც ელენეს, ისე მრავალი ბავშვისთვის დღემდე საინტერესოა წუნასა და წრუწუნას თავგადასავალი. ამიტომ დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება ამ თემის სცენაზე ქორეოგრაფიულად ასახვა?“ — აცხადებს ნინო ანანიაშვილი.

რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძე: ბალეტი და რწმენა ჩემს ცხოვრებაში

როგორც პრიმა-ბალერინამ აღნიშნა, მან კომპოზიტორსაც მიმართა — მულტფილმის კომპოზიტორ მერი დავითაშვილს და მან დიდი სიამოვნებით გადასცა თეატრს მუსიკალური ნაწარმოები, ხოლო ამის საფუძველზე შემდეგ კომპოზიტორმა ზურაბ ნადარეიშვილმა საბალეტო პარტიტურის საკუთარი ვერსია შექმნა.

მერი დავითაშვილის მუსიკის გარდა სპექტაკლში გამოყენებულია მოცარტის, ვერდის, ბრამსისა და ოფენბახის მუსიკა. სპეციალურად სპექტაკლისთვის შეიქმნა დიდი დეკორაციები, ასზე მეტი ექსკლუზიური კოსტიუმი.

ანანიაშვილის თქმით, ეს მულტფილმის კლასიკური რიმეიკი არ არის, მაგრამ ამ საბალეტო სპექტაკლის ნახვა დიდი სიხარული იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც, რომლებიც ამ მულტფილმზე გაიზარდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0