თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება

გამოწერა
მაისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გადადგა, რასაც წინ საპროტესტო აქციები უძღოდა.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 25 ნოემბერს სტუდენტური თვითმმართველობის 140 — თითოეული ფაკულტეტიდან 20 დელეგატი უნდა აირჩიონ.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ, ჟურნალ THE–ს ვერსიით, საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვში მოხვდა

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 174 განაცხადია შეტანილი. სტუდენტურ თვითმმართველობას 20 615 სტუდენტი აირჩევს. მათ ხმის მიცემა 13 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ, რომლებიც უნივერსიტეტის კორპუსებში განთავსდება, აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არჩევნების პროცესის მონიტორინგის ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან ამ ეტაპზე დელეგატებს შორის საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით ოფიციალური წერილით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს „საერთაშორისო გამჭვირვალეობა — საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ და სხვებს.

ვითარება უნივერსიტეტში მარტის დასაწყისში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა გიორგი გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: თსუ-ის სტუდენტები ღია კარს ამტვრევენ

ამის წინააღმდეგ წავიდნენ აქტივისტი სტუდენტები, რომლებსაც „აუდიტორია 115“-ს უწოდებენ. მათ გაფრინდაშვილს სპეცსამსახურებთან კავშირში, ხოლო სტუდენტურ თვითმმართველობას არაეფექტურობასა და უნივერსიტეტის სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი.

სტუდენტების აქციებს მოჰყვა რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა. 18 მაისს ასევე გადადგნენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური და მისი მოადგილე პაატა ბახტურიძე.

სტუდენტებმა საპროტესტო აქციები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების ჩატარებას დაჰპირდა.

ყველა ახალი ამბავი
0