თბილისში გია ყანჩელზე ფილმის „სევდის ანგელოზები“ პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnik / Yuri Kaver / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი გია ყანჩელი
კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმში ნაჩვენებია უცნობი კადრები დიდი მაესტროს გია ყანჩელის ცხოვრებიდან.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. თბილისის კინოთეატრ „ამირანში“ ოთხშაბათს გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზები“ პრემიერა, რომელიც გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორ გია ყანჩელს ეძღვნება.

თეონა ჯორბენაძის ფილმში, რომლის გადაღებასაც ერთი წელი დასჭირდა, შესულია ფრაგმენტები კომპოზიტორის საიუბილეო საკონცერტო ტურნედან, რომელიც 2015 წელს ჩატარდა. ფილმი გადაღებულია ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.

„როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ, ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ. ასევე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ გია ყანჩელი თავისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგაცნობთ“, — აღნიშნავს ფილმის ავტორი.

ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) - Sputnik საქართველო
ცნობილი ქართველები სახელად გიორგი: ბალანჩინიდან მარგველაშვილამდე

ფილმში მონაწილეობენ რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფილმის სახელწოდება ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.

სურათის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი, რომელზეც გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და მაესტროს ნაწარმოებების უცვლელი სოლისტი — გიორგი ცაგარელი (ალტი).

კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
საქართველოში გია ყანჩელის Al Niente პირველად შესრულდება

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“ და სხვა.

ყანჩელის შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმია გადაღებული. მათ შორის – „გია ყანჩელი“ (2001), „გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში“ (2011), „მიმინო (საბჭოთა კინოს საიდუმლოება)“ (2012) და სხვა.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია: საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი“, პრემია „ნიკე“ ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა“) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის“ პრემია და სხვა. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0