მასმედიის წარმომადგენლებს სექს-სკანდალის საქმეზე დაკითხავენ

© Flickr / CLAUDIA DEAქალის თეთრეული
ქალის თეთრეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა და ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვანი მაკა რაზმაძე ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების შემცველი სკანდალურ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას მისცემენ.

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს ლაშა ბერულავას და ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვან მაკა რაზმაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომლებშიც თითქოს ქართველი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

მასმედიის წარმომადგენლებმა სამშაბათს პროკურატურას მიმართეს. საუბარი ეხება 11 და 14 მარტს YouTube-ზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

პროკურატურა სასამართლო მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დამნაშავეები გამოავლინა

„შეხვედრის მცირე პერიოდი ტექნიკურ განმარტებებს მიეძღვნა. როგორც ჩვენ აგვიხსნეს, 25 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება, რომელზეც მე, როგორც მოწმე, გამოძახებული ვარ. წასვლას, რა თქმა უნდა, ვაპირებ… საქმის მოსმენა დახურული იქნება, რამდენადაც საუბარი ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება“, — განაცხადა ბერულამ.

გამოძიებასთან თანამშრომლობას და სასამართლო სხდომაზე მისვლას გეგმავს ასევე მაკა რაზმაძე.

ბერულავამ და რაზმაძემ ადრე განაცხადეს, რომ სკანდალური ვიდეოჩანაწერები მათ უცნობმა პირებმა გადაუგზავნეს, ამ დროისათვის, ყველა ჩანაწერი დაბლოკილია.

YouTube-ზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში კონკრეტული პოლიტიკოსი იყო მითითებული.  მეორე ჩანაწერზე ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაიმუქრა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. მარტის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ვიდეო გამოქვეყნდა. 

მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროს ლაშა ბერულავა და ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვან მაკა რაზმაძე ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების შემცველი სკანდალურ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას მისცემენ.  

აღნიშნული საქმე საქართველოს პროკურატურამ აპრილში გახსნა და ხუთი ადამიანის დაკავების შესახებაც გააკეთა განცხადება. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი პირადი ცხოვრების დასაცავად კანონის გამკაცრებას აპირებს

დაკავებულთა შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი დაკუდის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი დირექტორი რომან ზაალიშვილი.

გარდა ამისა, დაკავებულია შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.

გამოძიებას მიემალა შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, რადგანაც მან დატოვა საქართველო და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

ყველა მათგანს ბრალად ედება  „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება პირადი ღირსების შეურაცხყოფით", რაცხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0