პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დამნაშავეები გამოავლინა

© public domainპროკურატურა სასამართლო მართლმსაჯულება
პროკურატურა სასამართლო მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთა შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი დირექტორი რომან ზაალიშვილი.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მიღებისა და შენახვისთვის დაკავებული არიან საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, განაცხადა ქვეყნის მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.

მარტის დასაწყისში საქართველოში YouTube-ზე ატვირთული ვიდეოჩანაწერების გამო. რომელშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, სკანდალი აგორდა. ერთ-ერთ ვიდეოზე კონკრეტული პოლიტიკოსის ვინაობა იყო დასახელებული. მეორე ჩანაწერზე ვიდეოს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დაიმუქრა, რომ კიდევ გამოაქვეყნებს რამდენიმე ვიდეოს მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით. მარტის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი ტიპის ვიდეო გამოქვეყნდა. 

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება”, — განაცხადა კაციტაძემ.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების სქემა გახსნილია

დაკავებულთა შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) დირექტორის მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, კუდის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი დირექტორი რომან ზაალიშვილი.

გარდა ამისა, დაკავებულია შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.

გამოძიებას მიემალა შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, რადგანაც მან დატოვა საქართველო და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

ყველა ახალი ამბავი
0