საქართველოს პარლამენტი პირადი ცხოვრების დასაცავად კანონის გამკაცრებას აპირებს

© video: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ საქართველოს პარლამენტი შესწორებებს სამი მოსმენით დაამტკიცებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შექმნა და გავრცელება პატიმრობით დაისჯება.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს უკანონო შექმნისა და გავრცელებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს 150 დეპუტატიდან 87-მა დაუჭირა მხარი, 4 კი წინააღმდეგი იყო.

თუ შესწორებებს დაამტკიცებენ, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მიღების, შენახვის, გამოყენების, გავრცელებისთვის პირს ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობა შეეფარდება. ამჟამად ეს დანაშაული ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ისჯება.

ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა

ახალი ნორმა კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება.

სასჯელის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც Youtube-ზე ქართველი პოლიტიკოსების ინტიმური ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერები გამოჩნდა.

ამ საქმეზე შსს-ს ხუთი ყოფილი ჩინოსანი დააკავეს. პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათ აღნიშნული ჩანაწერები მიიღეს და ინახავდნენ.

ვინ განათავსა სკანდალური ვიდეო ინტერნეტში, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0