თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. პირადი და საოჯახო საიდუმლოს ხელყოფის მცდელობისათვის დაკავებულმა გელა ღურწკაიამ, რომელიც არასამთავრობო ორგანიაზაციას „უძრავი ქონების დაცვის კომიტეტს“ ხელმძღვანელობს, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.
საუბარია 2015 წლის დეკემბერზე, როდესაც ღურწკაიამ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ელისო კილაძეს ერთერთი პიროვნების პირადი და ოჯახური კადრები მათი მასმედიაში შემდგომი გავრცელების მიზნით აჩვენა. ღურწკაია მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე კიდევ სამი პირია დაკავებული.
„პირადი სარგებლის მიღების მიზნით, გელა ღურწკაიამ კუდ-ის(კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილ მახალჩინოსანს ნიკოლაზ ხაჭაპურიძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გამოართვა და 1 ათასი ლარის(დაახლოებით 442 დოლარი) სანაცვლოდ მათი გადაცემა ჟურნალისტ ელისო კილაძისათვის გადაწყვიტა“,-ამბობს ადვოკატი მილერ წოწორია.
ეს ვიდეომასალა არ არის ერთადერთი. მაგრამ მათგან განსხვავებით, მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების ნახვა ბევრმა შეძლო, სანამ ისინი არ დაბლოკეს.
ვიდეოჩანაწერები, რომლებმაც საქართველოში აჟიოტაჟი გამოწვია, ინტერნეტში რიგრიგობით 11 და 14 მარტს ატვირთეს. მეორე ვიდეოზე, პირველისგან განსხვავებით, „გმირების“ სახეები დამალეს, ასევე არ დაუსახელებიათ ვინაობა. სავარაუდოთ, ვიდეოჩანაწერებზე საქართველოს პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
მარტის საქმეებზე ექვსი პიროვნებაა დაკავებული. კიდევ ერთს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ყველანი შს სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკები არიან.