საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს ვლადიმერ ჩაჩიბაია უხელმძღვანელებს

© AP Photo / Poolვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურას უშიშროების საბჭოს სამშაბათს წარუდგენენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.

თბილისი, 21 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ.

ამჟამინდელი ხელმძღვანელის გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილება 22 ნოემბერს იწურება. 

"ჩვენ ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლიდა ვახტანგ კაპანაძეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 ნოემბრის მერე, უშიშროების საბჭოს წარედგინება ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა",- "პირველი რადიოს" ეთერში განაცხადა იზორიამ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს სამი წლის ვადით თავდაცვის მინისტრის წარდგინების შემდეგ პრეზიდენტი ნიშნავს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია ჩაჩიბაიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ოფიციალურად 22 ნომბერს წარადგენს.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სწავლებების დროს - Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შეიცვლება

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია  1971 წლის ნოემბერში დაიბადა. სხვადასხვა წლებში მან სამხედრო განათლება  როგორც საქართველოში, ასე აშშ-ში მიიღო. საქართველოს შეიარაღებული ძალებში ვლადიმერ ჩაჩიბაია  1989 წლიდან ირიცხება. 1989 წლიდან 1991  წლამდე ის საქართველოს საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოგვიანებით ჩაჩიაბაია ეროვნულ გვარდიაში გადავიდა, სადაც სერჟანტის წოდება მიიღო.

სამხედრო სამსახურის პერიოდში ჩაჩიაბაია დაზვერვის ასეულშიც მსახურობდა.2008 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ხდება.

2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს. 2010-2012 წლებში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2012 წელს დაიკავა. 2015 წელს გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) უფროს სამხედრო მრჩევლის რანგში ავღანეთში გაემგზავრა.

ერთი წლის შემდეგ ჩაჩიბაია სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნული თვდაცვის აკადემიის რექტორი გახდა. 2016 წლის აგვისტოში ვლადიმერ ჩაჩიბაია ისევ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0