საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შეიცვლება

© AFP 2024 / VANO SHLAMOVქართველი სამხედროები საერთაშორისო სწავლებების დროს
ქართველი სამხედროები საერთაშორისო სწავლებების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილება იწურება.

თბილისი, 13 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვინაობა 22 ნოემბერს გახდება ცნობილი-ამ დღეს ამოიწურება ახლანდელი ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილება,  თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მომავალი უფროსის კანდიდატურა და ამ თანამდებობას ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ამჟამად კაპანაძის პირველი მოადგილეა.

"22 ნოემბერს უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მაშინ გაიგებთ, ვინ გახდება მისი შემცვლელი",-განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები გადაარჩინეს

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს თავდაცვის მინისტრის წარდგენის შემდეგ სამი წლის ვადით პრეზიდენტი ნიშნავს. 

საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე 2013 წელს დაინიშნა. მაშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელიც შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, 2004-2005 წლებში, კაპანაძე გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.


ყველა ახალი ამბავი
0