ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა გერმანიის საკონსულოს თანამშრომლები გადაარჩინეს

© photo: press service of the Defense Ministry of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთში, გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმისას, განსაკუთრებით გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო, რისთვისაც ქართველმა სამხედროებმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა დაიმსახურეს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ავღანეთში, მაზარი-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოს თანამშრომელთა სიცოცხლის გადარჩენისთვის და წარმატებით ჩატარებული ოპერაციისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ქართულ სამხედრო კონტინგენტს მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას საქართველოს თვდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე შეიარაღებული თავდასხმა კოალიციურმა ძალებმა აღკვეთეს. გამორჩეული იყო ქართული ოცეულის რეაგირება, რომელმაც საკონსულოს თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყო.

ქაბული - Sputnik საქართველო
ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა

"ქალაქ მაზარ-ი-შარიფში დიპლომატიური მისიის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა მტკიცე მხარდაჭერის მისიის, სწრაფი რეაგირების ქართული ოცეული, რომელმაც თავდამსხმელების მხრიდან გახსნილი საპირისპირო ცეცხლი მოიგერია და საკონსულოს შენობიდან თანამშრომელთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უზრუნველყო. ქართველმა სამხედროებმა სიტუაციის სრული გაკონტროლება შეძლეს. ქართული ბატალიონიდან და კოალიციური ძალებიდან არავინ დაშავებულა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

იქვე აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა. „ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ავღანეთის უშიშროების ძალებისა და ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ Resolut Support-დან, რომლებმაც მამაცურად, პროფესიულად და დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს”- ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0