ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა

© REUTERS / Anil Usyanქაბული
ქაბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაზარი-შარიფში მდებარე გერმანიის საკონსულოზე „თალიბების“ შეიარაღებული თავდასხმა მოგერიებულია, თავდასხმისას საკონსულოს თნამშრომლები არ დაშავებულან.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ბოევიკების თავდასხმის შედეგად ტაჯიკეთში ავღანეთის ელჩი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „პაჟვაკზე“ დაყრდნობით. 

ყაყაჩო - Sputnik საქართველო
გაერო: ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციები 10%–ით გაიზარდა

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 120-მა სხეულის დაზიანებები მიიღო.

დანაღმული ავტომობილი, რომელსაც თვითმკვლელი მართავდა, პარასკევის ღამით სასტუმრო Mazar Hotel-ის კედელს შეასკდა, სწორედ ამ სასტუმროს იყენებდნენ გერმანელი დიპლომატები საკონსულოსთვის. მეორე დიდი აფეთქების ხმა შენობის შიგნით გაისმა. ამის შემდეგ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა დაიწყო.

„თალიბების" წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა იყო პასუხი კუნდუზის პროვინციაში ამერიკული ავიაციის მოქმედებაზე, როდესაც 3 ნოემბერს განხორციელებული დაბომბვის შედეგად 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0