თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. იმ ტერიტორიის ფართობი, რომელზეც ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩო, იგივე ხაშხაში მოჰყავთ, 2015 წელთან შედარებით, 10%–ით გაიზარდა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბიუროზე დაყრდნობით.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ბიუროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი წარმოების 43%–მდე ზრდაზე მეტყველებს, რაც 4,6 ათას ტონას შეადგენს. 2015 წელს ოპიუმის წარმოებამ 3,3 ათასი ტონა შეადგინა. აღნიშნულია, რომ მაჩვენებელების ცვლილება ხაშხაშის მოსავლისთვის კარგი ამინდის პირობებს უკავშირდება.
„კულტივაციის ტერიტორია წელს, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 10%–ით გაიზარდა – 183 ათასი ჰექტარიდან 2012 ათას ჰექტარამდე“, – განაცხადა ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის მინისტრმა სალამატ აზიმიმ, გაეროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება სააგენტო.