საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხალვაშისგან 13 მლნ აშშ დოლარს ითხოვს

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ოქრუაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან ვალის დაბრუნებას მოითხოვს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 13 მლნ აშშ დოლარის დაბრუნება მოითხოვა.

2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პერიოდში ხალვაშმა ოქრუაშვილისგან 7,7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ვალი აიღო, რომელიც 2015 წლამდე წლიური 10% სარგებლით უნდა დაებრუნებინა. ამჟამად ვალის საერთო რაოდენობა პროცენტებთან ერთად 13 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ: პროკურატურა ტელეკომპანიას სიცრუეში სდებს ბრალს

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სარჩელი შეტანილია. თანხა, რომელსაც ვითხოვთ, 13 მლნ დოლარია. სარჩელი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს შევიტანეთ“, — განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

იმის თაობაზე, რომ ხალვაშმა ოქრუაშვილისგან ვალი აიღო, ქართული საზოგადოებისთვის სექტემბრის თვეში გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ოქრუაშვილმა და ხალვაშმა ბერლინში შეადგინეს. შეგახსენებთ, რომ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე აცხადებს პრეტენზიას.

დოკუმენტში, ვალის გარდა, საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2004-2006 წლებში ეკუთვნოდა არა ხალვაშს, არამედ ოქრუაშვილს.

ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტში ასევე ადასტურებს, რომ ტელეკომპანიის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში იყო ოქრუაშვილის ნომინირებული პირი და მისი სახელით მოქმედებდა.

შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია, უფლება ტელეკომპანიის წილზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე და ა.შ. უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კვლავ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მომავალში ბიზნესმენი ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ არანაირ საქმეს არ აწარმოებს ოქრუაშვილთან შეუთანხმებლად. დოკუმენტზე ოქრუაშვილისა და ხალვაშის ხელმოწერებია.

ხალვაში 2015 წლის სექტემბრიდან სასამართლოში ტელევიზიის მფლობელობაზე საკუთარ უფლებებს ამტკიცებს. ამჟამად საქმეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

ირაკლი ოქრუაშვილმა გარიგების ნამდვილობა უკვე დაადასტურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2004-2006 წლებში ეკავა. სწორედ ამ პერიოდში იყო ტელეკომპანიის მფლობელი ხალვაში, რომელიც მაშინ ოქრუაშვილის ახლო მეგობრად მიიჩნეოდა, მაგრამ მოგვიანებით მათი გზები გაიყო და ისინი მეტოქეები გახდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0