ტერორიზმის გავლენა საქართველოზე მინიმალურია

© AP Photo / Khalid Mohammedტერორიზმი
ტერორიზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კვლევის შედეგებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ტერორიზმის ყველაზე დაბალი გავლენის კატეგორიაში მოხვდნენ.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. Global Terrorism Index 2016–ის კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაში მოხვდა, სადაც ტერორიზმის ყველაზე დაბალი გავლენაა.

საქართველო, 257 ქულით, მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 87–ე ადგილზე განთავსდა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

საქართველოს უშუალო მეზობლებს ცოტა უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. სომხეთი 0,288 ქულით 108–ე, ხოლო აზერბაიჯანი 0,346 ქულით 106–ე ადგილზეა.

რაც შეეხება თურქეთს – ამ ქვეყანაში ტერორიზმის ყველაზე დიდი გავლენაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ის 6,738 ქულით მე–14 პოზიციაზეა.

რუსეთში ტერორიზმის მაღალი გავლენაა. ქვეყანა 5,43 ქულით 30–ე ადგილზე იმყოფება.

სიის ლიდერები არიან ერაყი (9,96 ქულა), ავღანეთი (9,444), ნიგერია (9,314), პაკისტანი (8,613) და სირია (8,587).

ტერორიზმის არანაირი გავლენა არ არის მსოფლიოს 34 ქვეყანაში, მათ შორის არიან ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი და ა. შ.

გაზსადენი მილი - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსეთი-სომხეთის გაზსადენის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

საქართველოში ბოლო დროს ტერორისტული საფრთხის მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ გაზსადენის საქართველოს მონაკვეთზე აფეთქების მცდელობა. ტერორისტული აქტის მცდელობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა და ამ საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავა.

Global Terrorism Index–ის კომპლექსური კვლევა ავსტრალიის მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა წარმოადგინა. Global Terrorism Index იკვლევს სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტული აქტიურობის დონეს და აჩვენებს, რომელი ქვეყნები აწყდებიან ტერორისტულ საფრთხეს.

რეიტინგის შედგენისას გამოიყენეს მერილენდის შტატის უნივერსიტეტთან არსებული ტერორიზმის შემსწავლელი ეროოვნული კონსორციუმის მონაცემთა გლობალური ბაზის მონაცემები. ეს მონაცემების ყველაზე დიდი ბაზაა, რომელშიც შედის ინფორმაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მომხდარი ტერაქტების შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0