საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციაზე შეიკრიბნენ სამოქალაქო სექტორის, პროფკავშირებისა და სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები. ისინი ახლადარჩეული დეპუტატებისგან ეფექტურ მუშაობას მოითხოვენ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის ლოზუნგია „აწარმოე რეალური პოლიტიკა“.

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ სამოქალაქო სექტორის, პროფკავშირებისა და სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები ტრანსპარანტებით — „მოვითხოვთ უსაფრთხო სამუშაო ადგილებს“, „მოვითხოვთ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას“, „უნდა განხორციელდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა“.

„გვინდა, რომ თავიდანვე იცოდნენ, რა მოთხოვნები აქვს სამოქალაქო სექტორს. პირველ რიგში ჩვენ მოვითხოვთ ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას, იმ კანონების ამოქმედებას, რომლებიც წინა პარლამენტმა მიიღო, რათა სამუშაო ადგილებზე შემცირდეს უბედური შემთხვევების რაოდენობა“, — განაცხადა საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელმა გოჩა ალექსანდრიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში – ოქტომბერში სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა: ტყიბულის მაღაროში, თბილისში მშენებლობებზე — ჯიქიასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე.

აქციაზე შეიკრიბნენ ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

„აქ შეკრებილი საზოგადოებრივი ჯგუფები იმ მოთხოვნებს ვაყენებთ, რომლებიც დღის წესრიგში პირველ რიგში უნდა დადგეს და რომლებზეც ახალი მოწვევის პარლამენტს მუშაობა აუცილებლად მოუწევს. მე ამ აქციას ნარკოპოლიტიკის ნაწილში ვუერთდები. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, მოვითხოვთ იმას, რაც მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო“, — განაცხადა მოძრაობის ხელმძღვანელმა ბექა წიქარიშვილმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“ ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. აქტივისტებმა შექმნეს კამპანია „ბექა დამნაშავე არ არის“. მათ გააპროტესტეს 2013 წელს ბექა წიქარიშვილის დაკავება, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანა აღმოუჩინეს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
„გირჩელები“ საახალწლოდ მარიხუანის დათესვის პირობას დებენ

წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ეღიარებინა არაკონსტიტუციურად ნორმა პატიმრობის შესახებ პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის შეძენასა და შენახვისთვის. სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლეს.

პირველ სხდომაზე მოხდება საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დაკომპლექტება. გარდა ამისა, დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და 15 კომიტეტის თავმჯდომარეს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან 115 პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია, 27 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 6 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი. ორი ადგილი წილად ერგოთ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელ სიმონ ნოზაძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ყველა ახალი ამბავი
0