თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა გაგრძელდება, განაცხადა კომპანია Silk Road Group-ის (SRG) უძრავი ქონების განყოფილების უფროსმა გიორგი მარმა.
2011 წლის მარტში SRG-მა სახელისა და სავაჭრო ნიშნის —„ტრამპი“ — გამოყენების უფლება მოიპოვა. ამერიკელი მაგნატი და უკვე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს 2012 წელს ეწვია და მონაწილეობა მიეღო „ტრამპ თაუერის“ ორი ცათამბჯენის პროექტის პრეზენტაციაში. თუმცა, 2015 წელს მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ჩვენ სტაბილური 6-წლიანი ურთიერთობა გვაქვს ტრამპის ორგანიზაციასთან. ჩვენ ერთად ვაკვირდებით სიტუაციას. უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ხელსაყრელი საინვესტიციო გაერმოდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში შეიქმნა, ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ამიტომ უახლოეს მომავალში ჩვენ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას ვგეგმავთ“, — განაცხადა მარმა.
2012 წლის აპრილში SRG-ის ოფიციალური მიწვევით დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, რაც მისის მხრიდან აღნიშნული პროექტისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება იყო, თუმცა, სამწუხაროდ, „ტრამპ თაუერის“ პროექტი შეჩერდა, აღნიშნა მან.
„ერთი მხრივ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ რეგიონში უძრავი ქონების ფასი სასურველი ტემპით არ იზრდებოდა. მეორე მხრივ კი — იმის გამო, რომ Silk Road Group-ი აჭარის მაშინდელი მთავრობის მხრიდან მოულოდნელად წინააღმდეგობას გადააწყდა — არ იყო შესრულებული პროექტით გათვალისწინებული პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები გენერალური გეგმის ნაწილი იყო… სწორედ ამის გამო პროექტი შეჩერდა“, — აღნიშნა მარმა.
ნიუ-იორკში შეთანხმების გაფორმებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამოცემა The New Yorker-ის განმარტებით მაშინ განაცხადა, რომ „ დონალდ ტრამპს ყოველთვის შეეძლება ემიგრირება: თუ ის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, შეიძლება მან გაიმარჯვოს კიდეც“. სააკაშვილმა მაშინ დასძინა, რომ აშშ-ში ის „საკუთარი დიდი ხნის მეგობრის, დონალდ ტრამპის მოსანახულებლად ჩავიდა“.
„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის დასრულება 2013 წლის დასასრულსა და 2014 წლის დასაწყისში იგეგმებოდა. 2015 წელს ბათუმში პროექტის განხორციელება განუსაზღვრელი დროით გადაიდო. SRG-ში განაცხადეს, რომ მშენებლობა უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეჩერდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროექტის განხორციელებას სრულად უჭერენ მხარს, თუმცა პროექტი ჯერჯერობით კვლავ დამუშავების პროცესშია.