ტრამპი პუტინს დაურეკავს

© REUTERS / Mike Segarდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში თავის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს აპირებს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. აშშ–ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, იუწყებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Wall Street journal–ზე დაყრდნობით. 

ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინიისგან „საოცარი“ წერილი მიიღო და დასძინა, რომ „უახლოეს მომავალში მათ სატელეფონო საუბარი აქვთ დაგეგმილი“.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი: ერაყში რას აღარ ვაშენებთ და ერთი დედამ...ული სკოლა ვერ აგვიშენებია ბრუკლინში

რესპუბლიკელმა ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ნოემბერს გაიმარჯვა. ინაუგურაცია 20იანვარს არის დაგეგმილი.

საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების დროს ტრამპს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ცუდი არ იქნებოდა, რუსეთსა და აშშ–ს ურთიერთობები მოეგვარებინათ. მან განაცხადა, რომ „პუტინთან, რუსეთთან ძალიან, ძალიან კარგი ურთიერთობების“ იმედი აქვს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხი. მისი თქმით, ის ამერიკის ინტერესებს ყველაზე მაღლა დააყენებს, მაგრამ, ამავდროულად, ყველას მსოფლიოში პატიოსნად მოექცევა.

რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენა ადვილი არ იქნება. მან განაცხადა, რომ ის მზადაა, ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს, რათა ურთიერთობები განვითარების მყარ ტრაექტორიას დაუბრუნდეს.

პრიორიტეტული ამოცანები

ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფიქრობს იმაზე, თუ რას გააკეთებს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე პირველ კვირებში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

პირველ რიგში, ტრამპი გეგმავს, შეუდგეს „ჯანდაცვის საკითხების, სამუშაო ადგილების შექმნის, საზღვარზე უსაფრთხოებისა და საგადასახადო რეფორმის საკითხების“ გადაწყვეტას.

გარდა ამისა, პრეზიდენტობის პირველ კვირებში ტრამპმა დაგეგმა „ფინანსური ინსტიტუტების დერეგულირება“, ასევე აშშ–ის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნარკოტიკებისა და არალეგალური მიგრანტების ნაკადებთან ბრძოლის კუთხით.

მან ასევე განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების გაუმჯობესების გზით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.


ყველა ახალი ამბავი
0