საქართველოს რაგბის ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ბორჯღალოსნებს" შანსი ჰქონდათ, მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქართველ მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიის გუნდთან ტესტ–მატჩში ანგარიშით 22:28 წააგო.

"ბორჯღალოსნებს" შანსი ჰქონდათ, მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. 

მამუკა გორგოძე და მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
ჰეიგი: ტესტ–მატჩს მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ

პირველი ტაიმი საქართველოს ნარების გამარჯვებით დასრულდა – 12:8, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოს იაპონელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

"პირველ 20 წუთში ლელო მივიღეთ, მაგრამ ვუტევდით… იაპონია კი ის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო 20 წუთი ერთ ტემპში ჩაატარა", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ გააანალიზებენ თამაშს, დაშვებულ შეცდომებს და ამ გამოცდილებას მომავალში სწორად გამოიყენებენ.

"მოგებისგანაც და წაგებისგანაც რაღაც ახალს სწავლობ. ეს არ არის ჩვენი პირველი მარცხი, არც ბოლო — კიდევ მოვიგებთ და წავაგებთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ", – განაცხადა ჰეიგმა.

წლის ბოლომდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ტესტ–მატჩს გამართავს. 19 ნოემბერს ქართველი მორაგბეები სამოას თბილისში დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 ნოემბერს კილმარნოკში – შოტლანდიას.

ყველა ახალი ამბავი
0