საპატრიარქო: ვარძიაში თამარ მეფის ფრესკა აღდგება

გამოწერა
ექსპერტების განცხადებით, რომლებმაც ხანძრის შედეგად ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მოხატულობა შეისწავლეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაზიანებული ფრესკების აღდგენა შესაძლებელია.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალურ ფრესკას და ასევე XII საუკუნის თამარ მეფის ფრესკას, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზიანდნენ, აღდგენენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ვარძიის კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამშაბათს, ღამით საეკლესიო სასანთლეს ცეცხლი მოეკიდა. მომხდარის შემდეგ ტაძარი დაიკეტა, შესვლა დროებით შეზღუდულია. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს დაზიანებული ფრესკების აღდგენა ვერ მოხდება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 

ვარძია - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ვარძიის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგებს სწავლობენ

აღნიშნული განცხადება საპატრიარქოში იმ სპეციალისტებზე დაყრდნობით გააკეთეს, რომლებიც ვარძიაში ტაძრის მდგომარეობის შესასწავლად იმყოფებოდნენ.

„მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს”, — საპატრიარქო სპეციალისტების დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მშრალი მეთოდით მჭვარტლის ჩამოწმენდის გარდა, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე და საკონსერვაციო მეთოდიკის დადგენამდე, დაუშვებელია გაგრძელდეს საკონსერვაციო სამუშაოები. საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კი უნდა შეიქმნას კომისია კვალიფიცირებული ხელოვნებათმცოდნეების, ტექნოლოგებისა და რესტავრატორთა შემადგენლობით, კულტურის სამინისტროსა და ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობით. ასევე, სასურველია, ამ კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე მოწვეულ იქნას გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი-რესტავრატორი.  

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
ხანძარი ვარძიის მონასტერში: დაზიანებულ ფრესკას აღადგენენ

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვარძიაში 4 წელი მიმდინარეობდა ეკლესიის კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე აქ არ იქნა დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და არც სავენტილაციო სარკმელები, რაც ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა.

XII-XIII საუკუნეების ვარძიის სამონასტრო კომპლექსი კლდეში ნაკვეთი ქალაქია და ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0