საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში შსს–ს დანაყოფებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს–ს შენობა
საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი, დაათვალიერებინეს საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში უწყების სხვადასხვა დანაყოფებს სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.

ღონისძიება, თბილისის გარდა, გაიმართა შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის  განყოფილებებში.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილები ჩაუტარდებათ

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებს გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა განრიგი, მისცეს უსაფრთხოების შესახებ საჭირო რჩევები, დაათვალიერებინეს საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი. 

„მოსწავლეები ახალწვეულთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობისა და პრაქტიკული წვრთნების პროცესს დაესწრნენ. სტუმრებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო“, – აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შსს–ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანი სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0