სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილები ჩაუტარდებათ

© police.geშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციის გაძლიერებას, ქვეყნის ავტოპარკის განახლებასა და საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას მოიაზრებს.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის შესახებ გაკვეთილებს ჩაუტარებენ, იუწყება  საქართველოს შსს–ს პრესსამსახური სამშაბათს, 22 დეკემბერს.

ამასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს – სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ პატრულ-ინსპექტორებს ტრენინგი ჩაუტარდათ.  

თბილისი - Sputnik საქართველო
შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო

„ტრენინგის მიზანი იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი გადამზადება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებულ ფართომასშტაბიან კამპანიაში“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უსაფრთხო საგზაო მოძრაობის შესახებ საინფორმაციო–შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც მთავრობას, 3 დეკემბერს, სხდომაზე წარუდგინა. პაკეტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სასჯელის გამკაცრებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციის გაძლიერებას, ქვეყნის ავტოპარკის განახლებასა და საგზაო მოძრაობის თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას მოიაზრებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0