სააკაშვილი: პოროშენკო პრემიერ-მინისტრის პოსტს მთავაზობდა

© AP Photo / Sergei Chuzavkovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მან არა მარტო „სოლიდარნოსტის“ ხელმძღვანელობაზე თქვა უარი, არამედ ოდესის რეგიონში პოროშენკოს სიაში ყოფნაზეც.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი რადაში ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს

„უკრაინის პრეზიდენტმა ერთი წლის განმავლობაში, სანამ ვმუშაობდი, ზაფხულიდან მოყოლებული, არაერთხელ შემომთავაზა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი, ანუ, შემომთავაზა ეწოდებინა ჩემთვის პრემიერ-მინისტრი; ასევე არაერთხელ შემომთავაზა სათავეში ჩავდგომოდი მის პარტია „სოლიდარნოსტს“, — განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მან არა მარტო „სოლიდარნოსტის“ ხელმძღვანელობაზე თქვა უარი, არამედ ოდესის რეგიონში პოროშენკოს სიაში ყოფნაზეც, რაც მისი „შეგნებული გადაწყვეტილება იყო და იმას უკავშირდებოდა, რომ ყველა ეს პარტია სრულად დანაგვიანებულია აბსოლუტურად დამპალი ელემენტებით“. 

მიხეილ სააკაშვილი გამოსვლა პირდაპირი ეთერით გადაიცა უკრაინის კრიზისული ცენტრის პსრესსამსახურის ვებგვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0