ქართველმა მაშველებმა ჩერნოგორიაში გამართულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა

გამოწერა
ქართველმა მაშველებმა კატასტროფებზე რეაგირების საველე-საშტაბო სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12-მა თანამშრომელმა მონტენეგროში, ქალაქ პოდგორიცაში საველე-საშტაბო სწავლებაში — CRNA GORA-2016 მიიღეს მონაწილეობა

ტრენინგი ნატოს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრისა (EADRCC) და მონტენეგროს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. 

სამხედრო წვრთნები - Sputnik საქართველო
ვაზიანში „საქართველო-ნატოს სწავლება 2016“ დაიწყო

სწავლების მიზანი იყო ფარტომასშტაბიანი კატასტროფების დროს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების, ასევე, საერთაშორისო სამაშველო დანაყოფების კოორდინირებული რეაგირების უნარების გამოვლენა და სამაშველო ოპერაციების გამოცდილების გაზიარება.

„მსგავს სწავლებებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ქართველ მაშველებს დაეხმარება მომავალსი ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები“, — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა დავით შათირიშვილმა.

ქართველი მაშველები 2 ქვეჯგუფად იყვნენ დაყოფილი: ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული კატასტროფების შედეგებზე რეაგირების დეკონტემინაციის და წყალზე სამაშველო ოპერაციების ჯგუფებად. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები, ხოლო ქართველმა მაშველებმა დავალებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის ღონისძიების ორგანიზატორებისგან მაღალი შეფასება მიიღეს. 

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaქართველი მაშველები საველე-საშტაბო სწავლებებზე
ქართველი მაშველები საველე-საშტაბო სწავლებებზე - Sputnik საქართველო
ქართველი მაშველები საველე-საშტაბო სწავლებებზე

„საქართველოსთვის, როგორც ნატოს ძლიერი პარტნიორისთვის, ეს შესანიშნავი საშუალებაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ამ სწავლებების საშუალებით მის სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მუშაობისთვის“, — განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის სპეცწარმომადგენელმა ჯონ მანზამ. 

სწავლებებში 17 ქვეყნის 1000-მდე მაშველმა მიიღო. მაშველების ყოველწლიური საერთაშორისო სწავლებები ჩერნოგორიაში პირველად გაიმართა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0