ვაზიანში „საქართველო-ნატოს სწავლება 2016“ დაიწყო

© Sputnik / Denis Aslanovსამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნების სცენარი, რომელიც 10-20 ნოემბერს „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართება, რეალურ მოვლენებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. წვრთნები გულისხმობს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლებას.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „საქართველო-ნატოს სწავლება 2016“ დაიწყო. წვრთნები, რომელიც 20 ნოემბრამდე გაგრძელდება, დღეს „ვაზიანის“ ბაზაზე გაიხსნა.

მრავალეროვნული ბრიგადა დაკომპლექტებულია 250 ოფიცრით საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, სლოვენიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან და მაკედონიიდან. ბრიგადას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ხელმძღვანელობს.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები „კრწანისის“ ბაზაზე 10 ნოემბერს დაიწყება

სწავლებაში ასევე მონაწილეობენ ნატოს მოკავშირეების ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და ნატოს გაერთიანებული ძალების სწავლების ცენტრი (JFTC).

„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უზარმაზარ გამოცდილებას, რომელიც, პირველ ყოვლისა, ნატოს სწავლებებს გულისხმობს, ასევე იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც სწავლების დროს უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს“, — განაცხადა საქართველო-ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) უფროსის მოადგილემ ლადისლავ იუნგმა.

წვრთნების სცენარი რეალურ მოვლენებთან მაქსიმალურად მიახლოებულია. წვრთნები გულისხმობს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეთავსებადობის ამაღლებას.

„აღნიშნული სწავლების მეშვეობით ქართველი ოფიცრები ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განივითარებენ და ნატოს სამეთაურო სტრუქტურას გაეცნობიან. სწავლება ქართველ ოფიცრებს საშუალებას მისცემს, ნატოსთან უფრო თავსებადები გახდნენ და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრების გამოცდილება გაიზიარონ“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენეტიკური ჰოლოგრამა - Sputnik საქართველო
გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...

წვრთნები ტარდება „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვაში.

„მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს სწავლების საქართველოში ჩატარება იმიტომაც, რომ ეს დასტურია ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომელსაც განუხრელად ახორციელებს ქვეყანა და ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება“, — აღნიშნა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა.

„არსებითი პაკეტის“ ფარგლებში საქართველო-ნატოს პირველი ერთობლივი წვრთნები Agile Spirit 2015 გასულ წელს გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0