„ქართული ოცნების“ ლიდერები პრემიერ–მინისტრს შეხვდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ–მინისტრთან მომავალი წლის ბიუჯეტსა და საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებზე იმსჯელა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პარტიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელა

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტი, საპარლამენტო თანამდებობები და სხვა პოლიტიკური საკითხები. პარლამენტში ამ დრომდე ვაკანტურია ადამიანის უფლებათა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები.

ვინ დაიკავებს ამ თანამდებობებს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საჭიროა ეტიკეტის დაცვა და პირველი სიტყვის პრემიერ–მინისტრისთვის წარდგენა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა კანდიდატების შერჩევაზე და მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.


ყველა ახალი ამბავი
0