„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელა

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები განიხილეს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა.  გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები განიხილეს.

სხდომას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის თანამდებობებს დაიკავებენ გიორგი ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი. ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, შესაძლოა, ეკა ბესელია ჩაუდგეს სათავეში, ხოლო განათლების კომიტეტს მარიამ ჯაშმა უხელმძღვანელოს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძე მოიაზრება.

ასევე უმრავლესობის ლიდერად, გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას განიხილავენ.

პოლიტსაბჭოს სხდომა მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.


ყველა ახალი ამბავი
0