გორში 5 ბინის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულებმა საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა მოიპარეს. ქურდობის შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობამ 9020 ლარი შეადგინა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1987 წელს დაბადებული რ.ბ. და 1987 წელს დაბადებული პ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში ექვსი პირი ჩადენილი ექვსი ქურდობისთვის დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა აგვისტო-ოქტომბრის თვეში გორში 5 ბინა გაქურდეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და თანხა წაიღეს. ქურდობის შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობამ 9020 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0