ეროვნული ნაკრების ფორვარდი მოლდოვასთან დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის „ემპოლის“ ფორვარდს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი შეცვლის.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოლდოვის ნაკრებთან დაგეგმილ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მოლდავეთთან მატჩისთვის ემზადება

იტალიის „ემპოლის“ ფორვარდმა პარასკევს გამართული ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო და გუნდის სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ის დაგეგმილ მატჩში ვერ ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდის შემადგენლობაში იძულებით ცვლილება განახორციელა. მჭედლიძის ნაცვლად მინდორზე დონეცკის „შახტარის“ 18 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე გავა.

ამ დროისთვის არაბიძე თბილისში იმყოფება და 19 წლამდე ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ოთხთა ტურნირში იღებს მონაწილეობას

ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს მატჩი ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი იქნება. საქართველო-მოლდოვას მატჩი „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0