საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მოლდავეთთან მატჩისთვის ემზადება

© FB / Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და მოლდავეთის გუნდები ერთმანეთს ამ კვირის ბოლოს თბილისში შეხვდებიან.

თბილისი, 8 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოლდავეთის გუნდთან დაგეგმილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ პირველი ვარჯიში გამართა. საქართველო-მოლდავეთის მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამ დროისთვის 24 ფეხბურთელიდან ჯერჯერობით 15 მოთამაშეა. ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კაკაბაძე, ჯაბა ლიპარტია და თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში შეუერთდებიან.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გოგუას გოლი, ლორიას დაცვა, კაჭარავა კი - სკამზე

საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანზე შედგა.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, „სპარტაკის“ ნახევარმცველი უკვე თბილისში იმყოფება, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ანანიძე მოლდავეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში თამაშს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ჩემპიონატზე „ტომის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ანანიძემ მცირე ტრავმა მიიღო.

მიმდინარე კალენდარულ წელს ეს მატჩი დასკვნითი იქნება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში მოპოვებული ერთი ქულით შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე ადგილი უკავია.

© საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაქართველი ფეხბურთელები მოლდავეთთან მატჩის წინ ვარჯიშობენ.
ქართველი ფეხბურთელები მოლდავეთთან მატჩის წინ ვარჯიშობენ. - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები მოლდავეთთან მატჩის წინ ვარჯიშობენ.

საკვალიფიკაციო ჯგუფის აუტსაიდერია სწორედ მოლდავეთის ნაკრები, რომლის აქტივშიც არც ერთი მოპოვებული ქულა არაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამ თამაშში მოლდაველებმა ათი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს. შესარჩევ D ჯგუფში სერბეთისა და ირლანდიის გუნდები ლიდერობენ, რომელთა აქტივშიც 7-7 ქულაა.

საქართველო-მოლდავეთის მატჩი „დინამო არენაზე“ 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0