თავდაცვის სამინისტრო: დღეს ავღანეთში აფეთქებისას ქართველი ჯარისკაცები არ დაშავებულან

© REUTERS / Anil Usyanაფეთქება ავღანეთში
აფეთქება ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ და აღნიშნა, რომ ეს შეტევა თვითმკვლელმა მებრძოლმა განახორციელა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ავღანეთში მდებარე ამერიკული ავიაბაზა „ბაგრამის“ სიახლოვეს მომხდარი აფეთქებისას არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
აფეთქება დღეს დილით, 5 საათზე მოხდა ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ავღანურ ხელნაკეთ ნივთებსა და სხვადასხვა საქონელს ყიდის.

ავღანეთში გერმანიის საკონსულოსთან აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
ტერაქტი მაზარი-შარიფში – ქართველმა სამხედროებმა შეტევა მოიგერიეს

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ და აღნიშნა, რომ ეს შეტევა თვითმკვლელმა მებრძოლმა განახორციელა.

„ასაფეთქებელი მოწყობილობა დილის 5 საათზე ამოქმედდა. დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები“, — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0