სააკაშვილმა თავისი ქართველი თანამებრძოლები გააბრაზა

გამოწერა
საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილს შეახსენა, რომ გადაწყვეტილებებს პოლიტსაბჭო იღებს.

თბილისი, 10 ნოემბერი– Sputnik. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტიის დამაარსებელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკეს პარტიის ზოგიერთი აქტივისტით და ლიდერით უკმაყოფილების გამო.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების და ლიდერების ნაწილი დანმაშავეა პარტიის მარცხში, რადგან მეორე ტურისა და საპროტესტო აქციების ბოიკოტირებაზე უარი თქვეს.

„მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მეორე ტურში მონაწილეობამ და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამ საკითხზე მიბრუნება არასწორი მგონია. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, მანაც უნდა გაიგოს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ის სხვა აზრზე იყოს, მაგრამ მანაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა არჩევნებზე ენმ-ის დამარცხების მიზეზები დაასახელა

პარტიის სხვა ლიდერი გიგა ბოკერიაც დარწმუნებულია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ქუჩის პროტესტზე უარი თქვა.

"ეს იყო სწორი გადაწყეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ, ძალადობის მიუხედავად, ქუჩაში პროცესების გადატანა იქნებოდა, უკეთეს შემთხვევაში, ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს შორის უთანხმოება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ წარმოიშვა. ექს-პრეზიდენტი არა მარტო მეორე ტურის ბოიკოტირების, არამედ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა. პოლიტსაბჭომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და პარტიის კანდიდატებმა ყველა ოლქში წააგეს.

ნიკა რურუა - Sputnik საქართველო
ნიკა რურუა: განცხადება, რომ ენმ პროვოკაციებს გეგმავს, სიბრიყვეა

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 115 ადგილი მიიღო, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ — 27. პარლამენტში ასევე მოხვდა „პატრიოტთა ალიანსის“ 6 წარმომადგენელი, ერთი კანდიდატი „მრეწველებიდან“ და ერთიც — დამოუკიდებელი კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი  სალომე ზურაბიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ხელმძღვანელობის უფლება იმის შემდეგ დაკარგა, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. 

მან სამშობლო 2013 წელს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

საქართველოში სააკაშვილი შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია — ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, მათ შორის პირად საჭიროებაზე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0