ნიკა რურუა: განცხადება, რომ ენმ პროვოკაციებს გეგმავს, სიბრიყვეა

გამოწერა
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა რურუა, მათი პარტიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, თითქოსდა ენმ პროვოკაციებს გეგმავს, სიბრიყვეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი გეგმები თავად „ქართულ ოცნებას“ აქვს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მთაწმინდაზე ნიკა რურუა მმართველ გუნდს მოუწოდებს, გონს მოეგონ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობა" მთაწმინდისა და მარნეულის ოლქებში პროვოკაციას გეგმავს

„ისინი განცხადებებს აკეთებენ, რომ ვითომცდა ჩვენ ვგეგმავთ რაღაც არეულობას,  უბრალოდ კომენტარითაც ვერ გავაკეთილშობილებ ამ სიბრიყვეს. თვითონ გეგმავენ არეულობასაც, პროვოკაციასაც, უბნის დარბევებსაც“, — განაცხადა რურუამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი თქმთ, „ქართული ოცნება“ სანამ დროა გონს უნდა მოეგოს და „ასე თუ ისე, რაღაცნაირად“ მოგებული პირველი ტური არ გადააყოლოს მეორე ტურის არჩევნებს.

„ამას უყურებს მსოფლიო და ასეთი საქციელით შეიძლება, მთელი არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ“, — განაცხადა რურუამ.

რაც შეეხება მის ოპონენტს მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილს, ნიკა რურუა მას „ჩვეულებრივ მარიონეტად“ მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ ხელისუფლება ზურაბიშვილის პარლამენტში შესაყვანად „ყველა კანონიერ თუ უკანონო ბერკეტს იყენებს“.

ყველა ახალი ამბავი
0