თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან თითოეულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
„მინდა გაგაცნოთ ორი ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. პირველი უკავშირდება მარნეულის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქს, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატ იმამკულიევს განზრახული აქვს ახალგაზრდების მობილიზება, რათა ხელოვნურად ჩაშალოს რამდენიმე უბანი“, —აღნიშნა კობახიძემ.
მისი განმარტებით, ყოფილი მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი პროვოკაციების მოწყობას ყიზილაჯლოსა და მარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანში აპირებს.
„მეორე ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს ეხება, როგორც ჩანს „ნაციონალების“ კანდიდატმა ნიკა რურუამ გაიგო წინასწარი შედეგები და განზრახული აქვს უბნენზე არეულობის მოწყობა, რისთვისაც ის აპირებს გამოიყენოს ორგანიზაცია „ოლ მედიის“ წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად არიან დაფიქსირებული“, — დასძინა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.