სააკაშვილმა არჩევნებზე ენმ-ის დამარცხების მიზეზები დაასახელა

© photo: Sputnik / Давид Хизанишвили / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერს „ახირებული პერსონაჟი“ უწოდა და ისინი არჩევნების წაგებაში დაადანაშაულა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის ნაწილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებაში დაადანაშაულა.

სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს შორის უთანხმოება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ წარმოიშვა. ექს-პრეზიდენტი არა მარტო მეორე ტურის ბოიკოტირების, არამედ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოწოდებით გამოვიდა. პოლიტსაბჭომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და პარტიის კანდიდატებმა ყველა ოლქში წააგეს.

„იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ, ამის მაგივრად სადღაც ხელებს იშვერენ და თურმე პრობლემაა სააკაშვილი. მათ პრობლემა აქვთ არა სააკაშვილთან, არამედ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან“, — განაცხადა სააკაშვილმა ვიდეოკომენტარებში, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პოროშენკომ სააკაშვილი გაათავისუფლა

მან აღნიშნა, რომ პარტიის ზოგიერთ ლიდერთან, რომლებმაც მრავალი შეცდომა დაუშვეს და დამარცხება „გამოუწერეს“ პარტიას, აღარ სურს საქმის დაჭერა.

„ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს“, — დაასკვნა სააკაშვილმა.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 115 ადგილი მიიღო, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ — 27. პარლამენტში ასევე მოხვდა „პატრიოტთა ალიანსის“ 6 წარმომადგენელი, ერთი კანდიდატი „მრეწველებიდან“ და ერთიც — დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ექს-პრეზიდენტმა სამშობლო 2013 წელს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0