თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სააკაშვილი ასევე გათავისუფლდა პოროშენკოს შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდან.
სააკაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის სურვილი არ არის. გარდა ამისა, მან რეგიონში დანაშაულებრივი კლანის მფარველობაში პოროშენკოს დასდო ბრალი.
ამის შემდეგ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ „ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ვიღაც-ვიღაცებმა უკრაინაში პოლიტიკით დაკავება გადაწყვიტეს“.
მოგვიანებით თავად სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის უკრაინაში დარჩება და პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.
სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის 30 მაისს დაიკავა. მისი დანიშვნის ინიციატივა პოროშენკოს ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ სააკაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს, მათ შორის, რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.