„როსტურიზმი“ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისას რისკების შესახებ აფრთხილებს

გამოწერა
„როსტურიზმმა“ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თაობაზე გააფრთხილა. გასულ წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო რამდენიმე - დააჯარიმეს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ („როსტურიზმი“) რუსეთის მოქალაქეები იმ რისკების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც მათ საქართველოში სტუმრობას უკავშირდება.

საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს 920 ათასზე მეტი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 13%-ით აჭარბებს.

„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც 2008 წელს ქართულმა მხარემ გაწყვიტა, რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც უცხოელების აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში ყოფნის გამო ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებს“, — აღნიშნულია „როსტურიზმის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: აფხაზები და ქართველები მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე უნდა საუბრობდნენ

უწყებაში აღნიშნეს, რომ გასულ წელს ამ კანონის საფუძველზე დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე, ხოლო რამდენიმე — დააჯარიმეს.

„როსტურიზმი“ ასევე სამედიცინო დაზღვევის გაფორმებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოში მიმავალმა რუსმა ტურისტებმა ასევე უნდა მიაქციონ ყურადღება სამედიცინო დაზღვევის პოლისის გაფორმებას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ძვირია“, — ნათქვამია განცხადებაში.

„როსტურიზმი“ ტუროპერატორებს მოუწოდებს, ამის შესახებ გააფრთხილონ ტურისტები, რომლებიც საქართველოს მონახულებას აპირებენ.

შს მინისტრი აჭარაში - Sputnik საქართველო
ტურისტები საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობენ თავს

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისმა ამ რეგიონებს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი კანონი მიიღო.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ვიზიტისთვის ვიზა სჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0