პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან ითანამშრომლებს

© FB / "Georgian Dream"გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ახალ ხელისუფლებასთან, იმის მიუხედავად. თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებზე.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩენების საბოლოო შედეგის მიუხედავად თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კვლავ გაგრძელდება. 

აშშ-ის 58-ე პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერსაა დაგეგმილი. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძვიან რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი. 

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას. 

ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
არჩევნები აშშ-ში - კლინტონმა ფსონი შოუ-ვარსკვლავებზე დადო

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. 

„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტარი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმაც გააკეთეს. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაგრძელდება უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში, რომლის მიზანია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში“, — თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ტრამპისა და კლინტონის ტელედებატები - Sputnik საქართველო
ტრამპი კვლავ დამარცხდა კლინტონთან ტელედებატებში
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობაზე თავდაცვის სფეროში. 

„აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ამ სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას“, — განაცხადა იზორიამ. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ამერიკელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ პრეზიდენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 

„ამერიკელ ხალხს ღირსეული არჩევანის გაკეთებას ვუსურვებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ნებისმიერ არჩეულ პრეზიდენტთან“, — თქვა სესიაშვილმა. 

ყველა ახალი ამბავი
0