თბილისი, 5 ნოემბერი– Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონმა საარჩევნო აგიტაციისთვის ბოლო ძალები მოიკრიბა — მან წინასაარჩევნო აგიტაციაში მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ჩართო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.
კლინტონის საარჩევნო შტაბმა მხარდამჭერებისთვის უფასო კონცერტი ჩაატარა ისეთი ვარსკვლავების მონაწილეობით, როგორიცაა როკ-მუსიკოსი ჯონ ბონ ჯოვი და სამი „გრემის“ მფლობელი მომღერალი ნი-იო. შაბათს კლინტონის მხარდამჭერ კონცერტში კი მონაწილეობა პოპ-მომღერალმა კეტი პერიმ მიიღო.
კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) გამართულ კონცერტში სცენაზე ცნობილი მომღერალი ბიონსე და მისი მეუღლე, როკ-შემსრულებელი ჯეი-ზი წარდგნენ. კონცერტის დროს ბიონსემ განაცხადა, რომ „ჩვენ კენჭისყრაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა“ და მას სურს, რომ თავისმა ქალიშვილმა დაინახოს, თუ როგორ მართავს აშშ-ს ქალი.
კლინტონის საარჩევნო შტაბი ცნობილ მომღერლების კონცერტებს იმ შტატებში მართავს, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობის არჩევანი გამოკვეთილად დაფიქსირებული არ არის, აღნიშნავს ტელეარხი
თავის მხრივ, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში ამომრჩეელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას არ სჭირდება ისეთი მომღერლების ყურადღება და გვერდში დგომა, როგორიცაა ჯეი-ზი, და არც გიტარა და პიანინო საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად.
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. კლინტონის წინააღმდეგ „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი იბრძოლებს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ტიმ კეინის „რესპუბლიკელი“ მაიკ პენსი დაუპირისპირდება.