სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა რბოლას კალამბურით უპასუხა

გამოწერა

რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტის კითხვას კალამბურით უპასუხა.

CNN-ის ჟურნალისტმა ლავროვს კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ „დონალდ ტრამპის Pussy Riot-თან დაკავშირებით“. ჟურნალისტმა იგულისხმა ტრამპის უხეში გამონათქვამი ქალების შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„თქვენს საპრეზიდენტო კამპანიაში იმდენი „პუსი რაიოტები“ იყო ორივე მხრიდან, რომ მე თავის შეკავებას ვარჩევდი“, — აღნიშნა ლავროვმა.

ტრამპის მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 11 წლის წინანდელია, 7 ოქტომბერს გასაჯაროვდა. ვიდეოკადრებში რესპუბლიკელი კანდიდატი უხეში გამონათქვამებით თავს იწონებს ქალებთან ვულგარული ურთიერთობით და ამტკიცებს, რომ მისთვის ეს დასაშვებია, რადგან ის „ვარსკვლავია“. აღნიშნული ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ რამდენიმე ცნობილმა თანაპარტიელმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0