გუდაურში ხელოვნური ტბა გაჩნდება

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნური ტბა კურორტის გათოვლიანებას შეუწყობს ხელს, ასევე დიდი რაოდენობით ტურისტებს მიიზიდავს ზაფხულში.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მომავალ წელს გუდაურში ხელოვნური ტბა გაჩნდება, აცნობეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

ხელოვნური ტბა გუდაურში სეზონის უფრო ადრე გახსნას შეუწყობს ხელს, რადგან ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო. ხელოვნური გათოვლიანება კი ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებლობის საშუალებას იძლევა.

კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გუდაური და ბაკურიანი ყველაზე მეტად იზიდავს მოთხილამურე ტურისტებს

ტენდერი ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებით ზამთარში გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.

გუდაური ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბოლო ზამთრის სეზონი გუდაურში, პირველად 15 წლის განმავლობაში, ჩვეულებრივზე ადრე გაიხსნა — 13 დეკემბერს, ეს ხელოვნური გათოვლიანების წყალობით მოხერხდა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. - Sputnik საქართველო
გუდაურში მსოფლიო ბრენდის სასტუმროები შენდება

ამიერიდან კურორტი კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული აღარ იქნება. სამთო-სათხილამურო სეზონი, ჩვეულებრივ, მაისამდე გრძელდება. 2016 წელს კიდევ ერთი სიახლეა — მოთხილამურე პატრული. საბაგირო გზის გახსნიდან დახურვამდე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე 14 საპატრულო ინსპექტორი ზრუნავს. გუდაურში ასევე იმართება ჰელისკი. ეს სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაა, რომელიც სასრიალო ბილიკებისგან შორს მდებარე ველური მთების ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს და ამწე საშუალებად ვერტმფრენს იყენებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის მრავალ კურორტზე ეს სახეობა აკრძალულია.

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ყველა ახალი ამბავი
0