გუდაურში მსოფლიო ბრენდის სასტუმროები შენდება

© Минэкономики Грузииტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაურის მაღალმთიანი კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მოზიდვას.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში გუდაურში 26 ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, რომლებიც ექსპლუატაციაში სამი წლის განმავლობაში შევა. 2018 წელს გაიხსნება ისეთი საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები, როგორიცაა Radisson და Sheraton. იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ სამთო კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

გუდაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. 

გუდაური - Sputnik საქართველო
საბაგირო გზა ყაზბეგს გუდაურთან დააკავშირებს

მთლიანობაში, ახალი ობიექტების მშენებლობის დასრულების შემდეგ გუდაურში 1500 სასტუმრო ნომერი გაჩნდება. ქუმსიშვილის თქმით, 2011-2012 წლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე 127%-ით გაიზარდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელს დაიწყო ექვსი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელთაგან სამი გუდაურშია განლაგებული. 

„მთლიანობაში ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას დაეხმარება“, — განაცხადა ქუმსიშვილმა. 

ყველა ახალი ამბავი
0