საბაგირო გზა ყაზბეგს გუდაურთან დააკავშირებს

© Sputnik / STRINGERგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საბაგირო გზების წყალობით საქართველოში ერთიანი სათხილამურო სივრცე გაჩნდება, რაც ტურისტთა რაოდენობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

თბილისი, 12 ოქტომბერი— Sputnik. ყაზბეგი-გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტების დამაკავშირებელი საბაგირო გზებისათვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა სამთო კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

"მომავალი წლიდან იწყება უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი პროექტი-კობი-გუდაურის დამაკავშირებელი 7,5 კილომეტრიანი საბაგიროს ინფრასტრუქტურის შექმნა…შეიქმნება ერთიანი სათხილამურო სივრცე, რაც გააორმაგებს კურორტზე ტურისტების რაოდენობას",-აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისათვის, სამთო კურორტებზე მომუშავე მენეჯერები საქართველოსა და საფრანგეთში ტრენინგებს გადიან. იანვარში ისინი გამოცდებს ჩააბარებენ, რის შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული სამთო მენეჯერები.

სვანეთი - Sputnik საქართველო
გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნება

მისი თქმით, ამჟამად გუდაურში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რაოდენობის ტექნიკა გუდაურში მისი დაარსების დღიდან არ ყოფილა მობილიზებული. ამ წუთებში, ყველაზე მთავარ პროექტებს წარმოადგენს ის პროექტები, რომლებიც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას უკავშირდება",-განაცხადა ონოფრიშვილმა.

გუდაური-საქართველოს ერთერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია. რუს და უცხოელ ტურისტებში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გუდაური საქართველოს სამხედრო გზაზე ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დიდი კავკასიული ქედის სამხრეთ კალთაზე, დათოვლილი მწვერვალებისა და ღრმა ხეობებს შორის.

გუდაური - Sputnik საქართველო
გუდაურში წყალმომარაგების სისტემა გაუმჯობესდება

ბოლო ტურისტული სეზონი გუდაურში პირველად 15 წლის მანძოლზე ჩვეულებრივზე ადრე გაიხსნა-13 დეკემბერს,რაშიც გარკვეული წვლილი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვას მიუძღვის და ამიერიდან კურორტი კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული აღარ იქნება.

ტრადიციულად სამთო-სათხილამურო სეზონი გუდაურში მაისამდე გრძელდება. 2016 წელს კიდევ ერთი სიახლე "მოთხილამურე პატრული" დაინერგა. 14 პატრულ-ინსპექტორი დამსვენებელთა უსაფრთხოებას სეზონის გახსნიდან საბაგირო გზის დაკეტვის დღემდე უზრუნველყოფენ.

გუდაური ასევე ახარებს დამსვენებლებს გართობის ისეთი სახეობით, როგორიცაა ჰელი-სკი. ეს სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაა, რომლის არსიც მდგომარეობს დაშვების საწყის წერტილზე მოსახვედრად ვერტმფრენით მოხვედრას და იქიდან შეუხებელ თოვლიან ქედზე დაშვებაში, საბაგიროებიდან და მომზადებული ტრასებიდან მოშორებით.

ყველა ახალი ამბავი
0