გუდაური და ბაკურიანი ყველაზე მეტად იზიდავს მოთხილამურე ტურისტებს

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკურორტი ბაკურიანი
კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავიზო რეჟიმის გაუქმებას ბევრ ქვეყანასთან 2015 წელს ტურისტთა ნაკადის ზრდა მოჰყვა, თვლის საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. იმ ტურისტებისათვის, ვინც სამთო სათხილამურო კურორტებს ირჩევს, ყველაზე მიმზიდველი კურორტი გუდაური და ბაკურიანია, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და  რესტორნების ფედერაციის დამაარსებელმა შალვა ალავერდაშვილმა სამშაბათს, 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„ზამთრის სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყო, ყველაზე მიმზიდველი მიმართულებები ტურისტებისათვის — გუდაური და ბაკურიანია. ამ დროისათვის ეს კურორტები მთლიანად დატვირთულია. გაიხსნა ახალი მიმართულება აჭარაში, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია“, — თქვა ალავერდაშვილმა.  

თბილისი - Sputnik საქართველო
სომხეთის მოქალაქეებმა ახალი წლის შეხვედრა თბილისში ამჯობინეს

საქართველოს სასტუმროებისა და  რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, უახლოეს მომავალში მესტიაში ახალი პროექტი — თეთნულდი დასრულდება, რომელიც ასევე შევა მსხვილი სამთო-სათხილამურო კურორტების სიაში. მესტიაში უკვე არსებობს და მუშაობს სათხილამურო ტრასა ხაცვალი, რომელიც ასევე ძალიან მიმზიდველია ტურისტებისათვის, აღნიშნა მან. 

„სასტუმროს ბიზნესისათვის 2015 წელი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე 2014. ტურისტების რაოდენობის ზრდა ქვეყანაზე აისახა. საქართველოს მთავრობაში გაიგეს, რომ ვიზების გაუქმება ტურისტთა ნაკადის მოზიდვას შეუწყობს ხელს, მათ გააუქმეს ვიზები და ამით გამოასწორეს ის შეცდომები, რომელიც ადრე დაუშვეს. ამან გამოიწვია… ტურისტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა“, — განაცხადა ალავერდაშვილმა. 

2015 წელს საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის თაობაზე ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, კერძოდ ურუგვაისთან, ჩილისთან და არგენტინასთან.

მაღალმთიან გუდაურში პირველი მოთხილამურეები გამოჩნდნენ - Sputnik საქართველო
მაღალმთიან გუდაურში პირველი მოთხილამურეები გამოჩნდნენ
 

ყველა ახალი ამბავი
0