თბილისი. 4 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ დიარბაქირში უშიშროების სამმართველოს შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.
წინასწარი მონაცემებით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მანამდე დიარბაქირში მსგავს აქციას თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები ახორციელებდნენ. #BREAKING: Bomb blast near police building reported in #Diyarbakir, Baglar district. #Turkey pic.twitter.com/zYGPNVt8AE